2011-07-20
ბრძანება №:1134/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტ რუსლან შაბანოვის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტ რუსლან შაბანოვის ჩარიცხვის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების ,,აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების დამტკიცების შესახებ” მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანების ,,საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდები/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 იანვრის №49 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის №404 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი რუსლან შაბანოვი;
- შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ – მასწავლებლების რეესტრში (თსუ ნაწილში) და ეცნობოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
- ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
- ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთვსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი