2018-10-05
ბრძანება №:253/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2018 წლის 27 სექტემბრის N226/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 სექტემბრის N18952/10 წერილისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 02 ოქტომბრის N20121/10 წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    
 
1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“-ს   ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 30 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 280 ლარის ოდენობით;
2.    სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდისას დადგინდეს შეღავათები თსუ სტუდენტებისთვის და განისაზღვროს  230 ლარის ოდენობით:
3.    მასწავლებლის ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 50  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
    


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                ნუნუ ოვსიანიკოვა      

« უკან დაბრუნება