2017-01-16
ბრძანება №:06/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №221/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის   9 დეკემბრის №221/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მარინა ჩავლეიშვილის 2017 წლის 13 იანვრის №857/02  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №221/01-01 ბრძანებაში: 
ა) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 "3. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 იანვრიდან    2017 წლის 20  იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლისა".
 ბ) მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
   "6.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12 იანვრიდან
2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 900-დან 1700  საათამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო    დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  უნივერსიტეტის ქ. №2 (X კორპუსი) ოთახი №310". 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება