2014-07-18
ბრძანება №:115/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2014 წლის 15 ივლისის №395 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 26 აგვისტო-1 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება –               2-4 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 5-8 სექტემბერი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი.

2.    განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელებისათვის (მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ფიზიკა) ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება