2016-02-08
ბრძანება №:20/01-01

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს ადაპტირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე სტუდენტებისათვის სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს ადაპტირების  მიზნით  სამუშაო  ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების, თსუ-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევების ცენტრის დირექტორის 2016 წლის 27 იანვრის #2274/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს ადაპტირების  სრულყოფის  მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) იოსებ სალუქვაძე - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი, თსუ-ს რექტორის მოადგილე. 
ბ) თამარ ვეფხვაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) თამარ მახარაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი;
დ) ირინე ჟვანია  - სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე,  ასისტენტ პროფესორი;
ე) თამარ აბაშიძე -  სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ აკადემიური საჭოს წევრი,  ასოცირებული პროფესორი;
ვ) თამარ გაგოშიძე - სამუშაო ჯგუფის წევრი,  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ზ) ვასილ ბარამიძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თ) გიორგი ტალახაძე -  სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ი) დალი კანდელაკი -  სამუშაო ჯგუფის წევრი, სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
კ) შოთა ფოთოლაშვილი - სამუშაო ჯგუფის წევრი, სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო  პროცესის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.  
ლ) ზვიად მურადაშვილი -  სამუშაო ჯგუფის წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
მ) შალვა საბაური – თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) დავით ორჯონიკიძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი; 
ო) ზაზა ადანია – სამუშაო ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. 

2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს ადაპტირების  სრულყოფის  მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი მართვის ორგანოებისათვის რეკომენდაციების მიწოდება.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.
 

რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება