2016-09-14
ბრძანება №:158/01-01
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 31 აგვისტოს #34.26.775 განკარგულების საფუძველზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის’’ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 31 აგვისტოს #34.26.775 განკარგულების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის’’ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი #1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2016 წლის 4 მარტის ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 24 თებერვლის #08.28.175 განკარგულების საფუძველზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის’’ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ’’ #31/01-01 ბრძანება.
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება