2016-06-21
ბრძანება №:101/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში საბუთების მიმღები და კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში საბუთების მიმღები და კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის #173-ე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ” #1 დანართის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის პირველი ივნისის #229 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” #1 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 17 ივნისის #20274/02 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 15 ივნისის #20102/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში საბუთების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
მირანდა მინდაძე – (კანცელარიის უფროსი);
ბ)
ქეთევან ბერძენიშვილი - (კანცელარიის უფროსი სპეციალისტი);
გ)
შორენა ჩარბაძე - (სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი).
2.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:
a)
სამართლის მიმართულება
1.
ირმა ხარშილაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2.
მაია კოპალეიშვილი
3.
მაია ივანიძე
4.
ნონა თოდუა
5.
თამარ ზარანდია
6.
მარიამ ცისკაძე
7.
დავით ბოსტოღანაშვილი
8.
ვასილ გონაშვილი
9.
მორის შალიკაშვილი
10.
ეკა ზარნაძე
11.
შორენა ჩარბაძე (კომისიის მდივანი)
ბ) საერთაშორისო სამართლის მიმართულება
1.
ლევან ალექსიძე _ (კომისიის თავმჯდომარე)
2.
ირინე ქურდაძე
3.
ქეთევან ხუციშვილი
4.
ეკა სირაძე _ კომისიის მდივანი.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე