2011-03-09
ბრძანება №:37/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში დალუქული არქეოლოგიური მასალების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში დალუქული  არქეოლოგიური მასალების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა  და უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის №3675/02 განცხადების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში დალუქული  არქეოლოგიური მასალების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა:

    ა) ვახტანგ ლიჩელი – უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგია-ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
    ბ) ზვიად კვიციანი – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 
    გ) ალექსანდრე მარუაშვილი –უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი;
    დ) ქეთევან გოცირიძე– უნივერსიტეტის არქეოლოგიის დოქტორანტი.

  2. კომისიას დაევალოს დალუქული არქეოლოგიური მასალების გახსნა და შესწავლა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომისიასთან ერთად და  მასალების გამიჯვნა მათი კუთვნილების მიხედვით, კერძოდ:

    ა)  საქართვლოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილი მასალები გადაეცემა საქართველოს  ეროვნულ მუზეუმს;
    ბ) დანარჩენი მასალები, მიუხედავად კუთვნილებისა, გადაეცემა უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებას.

  3. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებული მხარისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

  4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

  5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.









ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება