2016-01-08
ბრძანება №:01/01-01
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა დამატებითი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა დამატებითი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (276/02; 08.01.2016) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს დამატებითი კონკურსი 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №106 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე (თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი იოსებ სალუქვაძე (თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი)
გ)
თეა გერგედავა (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორი, კომისიის წევრი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად ანი ჭელიშვილი (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი)
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
პროფესორი იოსებ სალუქვაძე