2014-06-05
ბრძანება №:77/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და მე-12 პუნქტების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანების საფუძველზე,
         
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, პროფესორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ)   ლევან ალექსიძე -  რექტორის მოადგილე, პროფესორი;
დ)  მარინე ჩიტაშვილი - რექტორის მოადგილე, პროფესორი;
ე)   დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ვ)    თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი;
ზ)   თამარ ვეფხვაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
თ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
ი) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
კ) გიორგი კვერენჩხილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ლ) რეზო გოგოხია - ჟურნალი ,,ეკონომიკა და ბიზნესის’’ რედაქტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
მ) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ნ) რომან შაქარიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ო) რევაზ ჯორბენაძე- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
პ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.

2. საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის                            N43/01-01 ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.
3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანება მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით.
4.  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

    
რექტორი, პროფესორი                                                   აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება