2012-05-08
ბრძანება №:72/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების #1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების #1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის  #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N175/02-01 ბრძანების და უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწის მერაბ ვაჩნაძის 2012 წლის 30 აპრილის #10221/02, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2012 წლის 04 აპრილის #8788/02, Aარნოლდ ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მ. მანჯგალაძის 2012 წლის 02 მაისის #10449/02 და ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის 2012 წლის 23 მარტის #7052/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნას  შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებით  დამტკიცებულ N#1 დანართში, კერძოდ:

ა) დანართის მე-7 პუნქტს დაემატოს 7.3. ქვეპუნქტი  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,7.3. მერაბ ვაჩნაძე  – რექტორის თანაშემწე”;
ბ) დანართის მე-14 პუნქტის 14.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,14.5. აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილება - გელა ხაბეიშვილი, მთავარი სპეციალისტი”.
გ) დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:  
,,13.არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი:
13.1. ანა თოლორაია –ფინანსური მენეჯერი;
13.2. ლევან ვაშაკიძე – მატ. ტექნიკური დარგის სპეციალისტი”.

დ) დანართის 43-ე პუნქტის 2.5.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,2.5.1. იზოლდა დოლიძე – მეცნიერ თანამშრომელი”

2. დაევალოს  კანცელარიას   წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ       პირთათვის,    დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               დავით ჩომახიძე           

« უკან დაბრუნება