2009-02-25
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა", "ა-1" და "ა-2" კატეგორიის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ (ბრძანება №10/01-03)

ბრძანება № 10 / 01-03
       25.02.2009 წ
    

 

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა", "ა-1" და "ა-2" კატეგორიის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ

   "უმაღლესი  განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  მე-16-ე  მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაზუსტდეს  ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა", "ა-1" და "ა-2"კატეგორიის აკადემიური პერსონალის   შრომითი ხელშეკრულების პირობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობასთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    დასაქმებული შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში (გარდა უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული   შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა;
  2. დაევალოს კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის   ფაკულტეტებისათვის;
  3. ბრძანება  განთავსდეს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  4. კონტროლს  ბრძანების  შესრულებაზე  განვახორციელებ  პირადად;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  საფუძველი : "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის # 15/02-01 ბრძანება. თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის #166; 167; 168; 169; 170 დადგენილებები.

 

 

 რექტორი, პროფესორი
                                        გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება