2016-02-01
ბრძანება №:11/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში  საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის  25 იანვრის №2020/02 წერილის  საფუძველზე,
 
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    

1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში  საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად ფასიანი მომსახურების ერთი კურსის (კურსის მოცულობა 5 თვე) ღირებულება ერთ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)  თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 190 ლარით;
2.    აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის  მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 15 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
3.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე    
              ერმი ქემოკლიძე  
« უკან დაბრუნება