2010-06-11
ბრძანება №:129/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური დაცვის, ტექნიკური დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების პერსონალის შერჩევის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური დაცვის, ტექნიკური დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების პერსონალის შერჩევის შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე
  
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ჩატარდეს გასაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური დაცვის, ტექნიკური დაცვისა (დაცვის ელექტრონული საშუალებების სპეციალისტი) და სახანძრო უსაფრთხოების პერსონალის შესარჩევად;
  2. კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
    ა)  განცხადება თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე;
    ბ)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
    გ)  4 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე  დისკით;
    დ)  ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;
    ე)  დეტალური ავტობიოგრაფია ხელნაწერის სახით;
    ვ)  დიპლომის ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    ზ)  ინფორმაციის წარმოდგენა შეთავსებითი სამუშაოს შესახებ;
    თ) ინფორმაცია სპორტული ან სხვა მიღწევების შესახებ;
    *კანდიდატს განემარტება, რომ მის მიერ არასწორი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, იგი მოიხსნება გასაუბრებიდან, ხოლო აღნიშნული ფაქტის მოგვიანებით გამოაშკარავების შემთხვევაში, მასთან შეწყდება შრომითი ხელშეკრულება.
  1. შერჩეული პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;
  2. შეიქმნას კომისია დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური დაცვის, ტექნიკური დაცვის (დაცვის ელექტრონული საშუალებების სპეციალისტი) და სახანძრო უსაფრთხოების პერსონალის შესარჩევად და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი;
  3. საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამზ.№3 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ნულოვანი სართული, ოთახი №004;
  4. ინფორმაცია დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური (დაცვის უახლესი ტექნოლოგიების სპეციალისტი) დაცვის პერსონალის შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ze და hr@hr.com.ge-ზე;
  5. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  6. გასაუბრების თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდება თსუ-ს ოფიციალურ       ვებ-გვერდზე.
  7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                      რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება