2016-02-09
ბრძანება №:14/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა დამტკიცების შესახებ" რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის   მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა  დამტკიცების შესახებ" რექტორის  2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების                 მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 04 დეკემბრის №45198/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა  დამტკიცების შესახებ" რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის "ე" და "ზ" პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ე) სალომე ფხალაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი;
ზ) ბადრი კობიაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი;"
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
« უკან დაბრუნება