ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 16 აპრილის #2/167 ბრძანებისა და 2005 წლის 21 დეკემბრის #2/738 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე (ბრძანება N15/01–03)
ბრძანება 15/01-03
18.06.2007
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 16 აპრილის #2/167 ბრძანებისა და 2005 წლის 21 დეკემბრის #2/738 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 16 აპრილის ბრძანება #2/167 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 21 დეკემბრის ბრძანება #2/738;
2. შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა უმაღლესი სკოლის პრობლემების კვლევის ცენტრის ქვემოთ ჩამოთვლილ თანამშრომლებს:
ა) ხუროძე თეიმურაზი – ხელმძღვანელი;
ბ) ოქროპირიძე თამარი – უფროსი სპეციალისტი;
გ) ჩიქოვანი ლელა – სპეციალისტი;
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე (თ. ხუროძე, ლ. ჩიქოვანი) ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება