2014-06-18
ბრძანება №:93/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 იანვრის N01/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 იანვრის N01/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესში და მისი პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქაციით -
,,ბ) შეფასების 5 ქულიანი სისტემის არსებობისას, დაინტერსებული პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ხორციელდება 5 ქულიანი სისტემის შეფასების 100 ქულიან სისტემაზე კონვერტირება (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N74/2012 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებულ  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის შესაბამისად)  და სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;
2. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 იანვრის N01/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11.  5 ქულიანი სისტემის შეფასების 100 ქულიან სისტემაზე კონვერტირება ხორციელდება აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N74/2012 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებულ  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად“
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                           ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება