2017-04-27
ბრძანება №:98/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების   განსაზღვრის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის  24 აპრილის #5778/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

   
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (მოცულობა 36 საათი) მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი (36 საათი)  გაიხსნას ჯგუფი მინიმუმ 10 მსმენელის  არსებობის შემთხვევაში; გამონაკლის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით შესაძლებელია ჯგუფის გახსნა მსმენელთა ნაკლებ რაოდენობაზე; 
3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფo უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (36 საათი) მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, კერძოდ: კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით (36 საათი);
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების  ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 30  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა
 



 

« უკან დაბრუნება