2017-02-03
ბრძანება №:14/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2016 წლის  04 ნოემბრის №40542/02 წერილის  საფუძველზე,
 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:   
 
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის თითოეულ საგანში ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (კურსის მოცულობა 5 თვე, 40 საათი)  მომზადების საფასური 2016-2017 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 250 ლარის ოდენობით;
ბ) უცხო ენა – 250 ლარის ოდენობით;
გ)  მათემატიკა – 250 ლარის ოდენობით;
დ)  ისტორია – 250 ლარის ოდენობით;
ე)  ფიზიკა – 250 ლარის ოდენობით;
ვ)  ქიმია – 250 ლარის ოდენობით;
ზ)  ბიოლოგია – 250 ლარის ოდენობით;
თ)  გეოგრაფია - 250 ლარის ოდენობით;


2. აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში  სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად დადგინდეს  შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით, კერძოდ: 

a) 3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 95 %-ს ოდენობით;
b) 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 90 %-ს ოდენობით;

3. აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის  მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 15 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის  მოსამზადებლად  ჯგუფი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 6 მსმენელის არსებობის შემთხვევაში. 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 


ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა
 


« უკან დაბრუნება