2009-04-14
ბრძანება №:58/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისათვის სააპელაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისათვის სააპელაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  25-ე  მუხლის 1- ლი   პუნქტის  "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 21 იანვრის #10/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.) ხათუნა კაჭარავა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე).
2.) ლელა ბენიძე _ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი).

3.) მარინე ლომიძე _ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორი (კომისიის წევრი).
2. დაევალოს სააპელაციო კომისიას გადაწყვეტილება მიიღოს ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 23 მარტის #45/02-01 ბრძანების $5 და $6-ით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმების საფუძველზე.
3. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 21 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით.
4. კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს კონკურსის საბოლოო შედეგების თსუU-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5. სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს თსუ-ს კანცელარიაში საჩივრის რეგისტრაციიდან პირველი ეტაპისათვის 7 სამუშაო დღის ვადაში, მეორე ეტაპისათვის საჩივრის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა), ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
7.  კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
8.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი 
                            რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება