ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების“ (დიპლომების) გაუქმებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (ბრძანება N27/01–01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების“ (დიპლომების) გაუქმებასთან დაკავშირებით
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ 2005 წლის, 22 მარტის საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 22–ე მუხლის,
„განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და
სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების,
დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი
აღრიცხვა–ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა–უტილიზაციისა და
ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის № 49 ბრძანების „უმაღლესი
განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის
დამტკიცების შესახებ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2005 წლის 8 ივნისის № 281 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 16 ნოემბრის № 237 ბრძანების
საფუძველზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის
სამსახურში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების“ (დიპლომების) გაუქმების და
კანონმდებლობასთან აღნიშნული საკითხის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების“ (დიპლომების) გაუქმებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად შეიქმნეს მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ სვანაძე – სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პაატა ტურავა – სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი;
გ) ბადრი გიორგიძე – საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, კომისიის წევრი;
დ) მარიამ ჭოხონელიძე – იურიდიული სამსახურის იურისტის მოვალეობის
შემსრულებელი, კომისიის წევრი;
ე) ნაზი ქემოკლიძე – სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა
რეგისტრაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი – მდივანი.
2. დაევალოს კომისიას (მ. სვანაძე) ერთი კვირის ვადაში თსუ–ის სასწავლო დეპარტამენტში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომების) ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარება, საექსპერტო კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტების გაფორმება დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (მ. სვანაძე).
4. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა « უკან დაბრუნება