2016-01-14
ბრძანება №:03/01-01
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების რეკომენდაციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე შეიქმნას შესაბამისი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
ა.ა) პროფესორი თამაზ გამყრელიძე;
ა.ბ) პროფესორი აპოლონ სილაგაძე;
ა.გ) პროფესორი კახაბერ ლორია;
ა.დ) პროფესორი მანანა რუსიეშვილი;
ა.ე) პროფესორი დემურ ჯალაღონია;
ა.ვ) პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე;
ა.ზ) ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი;
ა.თ) ასოცირებული პროფესორი ნათელა ჯაბუა;
ა.ი) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი;
ა.კ) ნანა მაჭავარიანი - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ა.ლ) გიორგი საითიძე - თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
ბ.ა) პროფესორი ნანული დორეული;
ბ.ბ) პროფესორი ლია მაჭავარიანი;
ბ.გ) პროფესორი ნანა შათაშვილი;
ბ.დ) პროფესორი მანანა ხაჩიძე;
ბ.ე) ასოცირებული პროფესორი კარლო აქიმიძე;
ბ.ვ) ასოცირებული პროფესორი დავით კაკულია;
ბ.ზ) ასოცირებული პროფესორი მარინე რუხაძე;
ბ.თ) ასოცირებული პროფესორი გრიგოლ სოხაძე;
ბ.ი) ნოდარ ლომიძე - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი;
ბ.კ) ნიკოლოზ ავაზაშვილი - თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ლ) იზოლდა კახნიაშვილი - თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.მ) მარენ კეკელია - თსუ ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ნ) გიორგი ლომინაძე - თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ო) სულხან ნანობაშვილი - თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.პ) მზია ციცაგი - თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ჟ) მურმან კვინიკაძე - თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.რ) ნოდარ ვარამაშვილი - თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ს) თორნიკე ქადეიშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე:
გ.ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
გ.ბ) პროფესორი ნოდარ ხადური;
გ.გ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ.დ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
გ.ე) პროფესორი იაკობ მესხია;
გ.ვ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
გ.ზ) ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
გ.თ) ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე;
გ.ი) გიორგი ბერულავა - თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
დ.ა) ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია;
დ.ბ) ასოცირებული პროფესორი ვალერიან მელიქიძე;
დ.გ) პროფესორი ზურაბ დავითაშვილი;
დ.დ) პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე;
დ.ე) ასოცირებული პროფესორი ნანა ტალახაძე;
დ.ვ) ასოცირებული პროფესორი ნინო დურგლიშვილი;
დ.ზ) პროფესორი რევაზ ჯორბენაძე;
დ.თ) ასოცირებული პროფესორი მარინა ბურძენიძე.
ე) იურიდიული ფაკულტეტზე:
ე.ა) პროფესორი ლევან ალექსიძე;
ე.ბ) ემერიტუსი პროფესორი გურამ ნაჭყებია;
ე.გ) პროფესორი ნანა თოდუა;
ე.დ) პროფესორი ირმა ხარშილაძე;
ე.ე) პროფესორი მაია ივანიძე;
ე.ვ) ასოცირებული პროფესორი მარიამ ცისკაძე;
ე.ზ) ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი;
ე.თ) ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი.
ე.ი) ლიანა ადეიშვილი - თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ვ) მედიცინის ფაკულტეტზე:
ვ.ა) პროფესორი არჩილ ხომასურიძე;
ვ.ბ) პროფესორი პაატა იმნაძე;
ვ.გ) პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი;
ვ.დ) პროფესორი დიმიტრი კორძაია;
ვ.ე) პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი;
ვ.ვ) პროფესორი თეიმურაზ ჯორბენაძე;
ვ.ზ) ასოცირებული პროფესორი პავლე მაჭავარიანი;
ვ.თ) ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიხლაძე;
ვ.ი) ნოდარ ჭიჭინაძე - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
ზ.ა) პროფესორი მზია წერეთელი;
ზ.ბ) ასოცირებული პროფესორი ირაკლი იმედაძე;
ზ.გ) ასოცირებული პროფესორი გიორგი ყიფიანი;
ზ.დ) ასოცირებული პროფესორი რუსუდან სანაძე;
ზ.ე) ასისტენტ პროფესორი ეფემია ხარაძე;
ზ.ვ) ასისტენტ პროფესორი მედეა დესპოტაშვილი;
ზ.ზ) ასისტენტ პროფესორი თეონა ლოდია;
ზ.თ) ასისტენტ პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი.
2. კომისიებს დაევალოთ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევა და ფორუმისათვის წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობის, ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N150/01-01 ბრძანებითა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 07 დეკემბრის №218/01-01 ბრძანებით განსაზღვრული წესითა და ვადებში.
3. კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოთ შესაბამისი ფაკულტეტების ადმინისტრაციებს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა