2015-07-24
ბრძანება №:125/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 15 მაისის №73/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 22 ივლისის №24092/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 15 მაისის №73/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის №3 დანართში და მე-5 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

5.

საერთაშორისო ურთიერთობები

8

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება