2011-07-05
ბრძანება №:66/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 21 ივნისის №264 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
    ა) პროცედურული ვადები:

    ა.ა. დოკუმენტაციის მიღება - 2 - 9 სექტემბერი;

    ა.ბ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების    აღიარება -  12 - 13 სექტემბერი;

    ა.გ. სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 14 სექტემბერი;

    ა.დ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 16 სექტემბერი.


    ბ) საგამოცდო ვადები:

    ბ.ა. დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა - 12 სექტემბერი;

    ბ.ბ. აპელაციაზე განცხადების მიღება - 13 სექტემბერი;

    ბ.გ. აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

    ბ.დ. გასაუბრება სპეციალობაში  - 15 სექტემბერი;


  2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
    ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი;

    დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

    ვ)  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული სტუდენტის სასწავლო ბარათი;

    ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი.


  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორი                                                                                     ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება