2011-01-13
ბრძანება №:06/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე” №80/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე” №80/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის 2010 წლის 6 იანვრის №184/02 განცხადების საფუძველზე

ვბრძანებ:


1. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის  №80/01-01 “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე”  ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში:

1.1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) ჩარიცხვის საფუძველი

    რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის – „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ 2009 წლის 8 აპრილის #135/ნ ბრძანების საფუძველზე და მის შესაბამისად, აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის/კვოტის ფარგლებში.”

1.2) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტები დაინომროს ანბანურად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.“

1.3) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 4. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) ჩარიცხვის წესი და ვადები
1. საექიმო სპეციალობის მიხედვით ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მონიჭებული აკრედიტაციის საფუძველზე.
2. ჩარიცხვის ვადების განსაზღვრა ხორციელდება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვა წარმოებს ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებულ ქულათა რეიტინგის მიხედვით.
4. ცალკეულ სპეციალობაში ბოლო ვაკანტურ ადგილზე/ადგილებზე თანაბარი რეიტინგული ქულების მქონე სპეციალობის მაძიებელთა არსებობის შემთხვევაში, ტარდება გასაუბრება.
5. გასაუბრებას თითოეული პროგრამის ფარგლებში ატარებს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის (პროფესიული მზადება) ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი და სსიპ-ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული დარგობრივი კომისია.
6. გასაუბრება იწარმოებს შესაბამისი დარგის პროგრამის ფარგლებში, რომლის დროსაც მაძიებელმა უნდა გამოავლინოს პროფესიული ცოდნის დონე, ოპერატიული აზროვნება, კომუნიკაციის და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.”

1.4) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.    ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორი                                     ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება