2014-02-18
ბრძანება №:21/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულების დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 14-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის 124/2013 დადგენილებით დამტკიცებულიN სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორის ლ. მეტრეველის 2014 წლის 6 თებერვლის №3348/02 და 2014 წლის 10 თებერვლის №3739/02 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.  დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულები:
ა) სასწავლო პროგრამების დეპარტამენტი.
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტი:
ბ.ა) ეკონომიკის სექტორი;
ბ.ბ) ბიზნესის სექტორი;
ბ.გ) ეკონომიკური გეოგრაფიის სექტორი.
გ) დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტი;
დ) ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) ეროვნებათშორისი ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) კომპლექსური სოციალური კვლევის დეპარტამენტი;
ზ) საერთო განყოფილება.
2.  დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორს, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და კომპეტენციების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4.  ბრძანება ძალშია გამოცემისთანავე.
  
რექტორი, აკადემიკოსი                                        ვლადიმერ პაპავა
                         
« უკან დაბრუნება