2016-04-15
ბრძანება №:51/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის   28 აპრილის  №58/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის    29 დეკემბრის 213/02-01 ბრძანების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2016 წლის 08 აპრილის №13440/02 და უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსია ასოცირებული პროფესორის ნ. ხარაძის 2016 წლის 14 აპრილის №14110/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებით გათვალისწინებული დანართი №1-ში:

ა) ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ი” ქვეპუნქტი:

,,ი. Nნატალია ხარაძე – ასოცირებული პროფესორი – საგრანტო პროექტის ,,სტუდენტის (მაგისტრანტის) დროის ბიუჯეტის მართვა-სრულფასოვანი შრომითი რესურსების მიღების საფუძველი” ფარგლებში მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”. 

ბ) ბრძანების დანართი №1-ის 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 43-ე პუნქტი:

,,43. ირაკლი ირემაძე – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი – ბიბლიოთეკის” განყოფილების გამგე - განყოფილებაში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,                   ერმი ქემოკლიძე





« უკან დაბრუნება