2012-10-29
ბრძანება №:139/02-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2012 წლის 17 ოქტომბრის №26753/02 კორესპონდენციის საფუძველზე,                              
                           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
 
1.  ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების წლიური საფასური 2012 – 2013 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 700 ლარის ოდენობით;
ბ) ზოგადი უნარები – 700 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა – 700 ლარის ოდენობით;
დ) მათემატიკა – 700 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 700 ლარის ოდენობით;
ვ) ფიზიკა – 700 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 700 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 700 ლარის ოდენობით;
ი) გეოგრაფია – 700 ლარის ოდენობით.

2.  2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად. პირველი ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 2 ნოემბრამდე. მეორე ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

3.  3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 95%-ის ოდენობით.
4.  4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 90%-ის ოდენობით.
5.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
7.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                  დავით  ჩომახიძე

« უკან დაბრუნება