2013-05-10
ბრძანება №:49/01-01
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, მე-4 პუნქტისა და რექტორის ბრძანება №48/01-01, 02.05.13 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (13698; 10.05.2013) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2013 წლის 13 მაისს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე კრისტოფ ფატერი (ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი);
ბ) კომისიის წევრი ელიზაბეტ ფენორი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი);
გ) კომისიის წევრი რუსუდან სანადირაძე (თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება