2015-03-19
ბრძანება №:12/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების   დამტკიცების შესახებ 

   ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-12 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის   5 აპრილის №220 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესი და პირობები (დანართი №1).
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 9 ნოემბრის №38/04  ბრძანება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანების პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და საფინანსო დეპარტამენტისათვის შესასრულებლად, ხოლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცნობის მიზნით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება