2020-07-03
ბრძანება №:125/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლისმე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველიპუნქტის,
მე-8 პუნქტის„ა", „ბ" და„პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესისშესახებ" (დამტკიცებულია თსუწარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №414.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 7 აპრილის №8/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის პირველი ივლისის N8424/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 6 ივლისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 7 აგვისტოდან 2020 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 21 სექტემბრისა.
4.
კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ბიოლოგიის დეპარტამენტი
კათედრა: ბიომრავალფეროვნება
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია,,ა’’)
კათედრა: ბიოქიმია
კათედრა: ბიოქიმია
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული - ( კატეგორია 1 ,,ა’’ და 1 ,,ბ’’)
მიმართულება: გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
გეოგრაფიის დეპარტამენტი
კათედრა: ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
გეოლოგიის დეპარტამენტი
კათედრა: რეგიონული გეოლოგია და პალეონტოლოგია
ასისტენტ პროფესორი -1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: მინერალოგია-პეტროლოგია და სასარგებლო წიაღისეული
ასისტენტ პროფესორი -1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
მათემატიკის დეპარტამენტი
კათედრა: მათემატიკური ანალიზი
ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: ალგებრა-გეომეტრია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: მექანიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი
კათედრა: თეორიული ინფორმატიკა
კათედრა: თეორიული ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ბ’’)
კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: პრაქტიკული ინფორმატიკა
კათედრა: პრაქტიკული ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ბ’’)
კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ბ’’)
ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)
კათედრა: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები
კათედრა: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები
ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
ფიზიკის დეპარტამენტი
კათედრა: ატომის და ატომბირთვის ფიზიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები
კათედრა: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა
კათედრა: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა
ასისტენტ პროფესორი -1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: ორგანული ქიმია
კათედრა: ორგანული ქიმია
ასისტენტ პროფესორი -1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
კათედრა: ფიზიკური და ანალიზური ქიმია
კათედრა: ფიზიკური და ანალიზური ქიმია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი,ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე)
შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 7 აგვისტოდან 2020 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N158;
7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვაუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისდეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე