2020-06-04
ბრძანება №:98/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“თსუ რექტორის 2020 წლის პირველი აპრილის N69/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“თსუ  რექტორის 2020 წლის პირველი აპრილის N69/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 მუხლების, ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის  თამარ  გაგოშიძის  2020 წლის  2 ივნისის N6845/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე პროფესორების  სამსახურში  მისაღებად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ“  რექტორის 2020 წლის პირველი აპრილის N69/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 6 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს 2020  წლის 7  მაისიდან  2020 წლის 11 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 10 ივნისისა. “.
2. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებს  (შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,   ფსიქოლოგიის   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება