2015-10-09
ბრძანება №:829/02-04

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 23 სექტემბრის №794/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 23 სექტემბრის №794/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ. მენთეშაშვილის 2015 წლის   6 ოქტომბრის  №37637/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
                                

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 23 სექტემბრის №794/02-04 ბრძანებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1 დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს:
ა) 2015 წლის 23 სექტემბრიდან _ 2016 წლის 10 თებერვლის ჩათვლით                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
ა.ა) მილენა დარია ჩოდოლას (ვარშავის უნივერსიტეტი) – თვეში 202 ლარი;
ა.ბ) ინესა რინკევიჩიუტეს  (ვილნიუსის უნივერსიტეტი) –თვეში 152 ლარი;
ა.გ) კოტრინა იუნიშკიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი) –თვეში 152 ლარი;
ა.დ) გიედრე ზუბრიკიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი) –თვეში  152 ლარი;
ა.ე) აურეია იუტელიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი) – თვეში152 ლარი;
ა.ვ) ადრე ზაკრაუსკაიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი) – თვეში152 ლარი;
ა.ზ) დარინა პეტრანოვას (კომენიუსის უნივერსიტეტი) _ 202 ლარი;
ბ) 2015  წლის     11 ოქტომბრიდან  _ 2015 წლის 27 ნოემბრის  ჩათვლით  
ბ.ა) აგნეშკა ტომჩიკს (ვარშავის უნივერსიტეტი) _  თვეში 202 ლარი;
გ)  2015  წლის     04 ოქტომბრიდან  _ 2016 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით  
გ.ა) დოვილე ბერლინსკაიტეს  (ვილნიუსის უნივერსიტეტი) – 152 ლარი.‘’
                                                                                                   
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება