2020-03-04
ბრძანება №:56/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 20 სექტემბრის N229/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 20 სექტემბრის N229/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 4 მარტის N3860/26 წერილის საფუძველზე,



ვბრძანებ:


1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 20 სექტემბრის N229/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::

„ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი  –  2 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 მარტი-27 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი- 5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი; “

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
 
« უკან დაბრუნება