2012-12-10
ბრძანება №:164/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ 85 წლისთავის საიუბილეო ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ 85 წლისთავის საიუბილეო ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ რედაქტორის ნინო კაკულიას  2012 წლის 29 ოქტომბრის #27945/02   წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ 85 წლისთავის  აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიების ორგანიზების მიზნით დამტკიცდეს საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა)   ალექსანდრე კვიტაშვილი –  რექტორი, კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ)   დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, კომიტეტის  წევრი;
დ) ირმა რატიანი -  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი,    კომიტეტის წევრი;
ე)  იაგო კაჭკაჭიშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი,  კომიტეტის წევრი;
ვ) მერაბ კოკოჩაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  კომიტეტის წევრი;
ზ)  ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ რედაქტორი, კომიტეტის წევრი;
თ)  ელენა ხარაბაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ი)  მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი, კომიტეტის წევრი;
კ)  მარიამ  სეხნიაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსულტანტი,   კომიტეტის წევრი;
ლ)  ბიჭიკო  ყურაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი სპეციალისტი,   კომიტეტის წევრი;
მ)  თეკლა ჭამრულიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   სტუდენტი, კომიტეტის წევრი;
ნ) ალექსანდრა აროშვილი -  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   სტუდენტი,  კომიტეტის წევრი;
ო) მეგი საჯაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   სტუდენტი,  კომიტეტის წევრი;
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.   ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცემისთანავე.





რექტორი                          ალექსანდრე კვიტაშვილი « უკან დაბრუნება