2020-06-16
ბრძანება №:109/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 11 მაისის N6148/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 მაისის N6280/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 29 მაისის N6728/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 28 მაისის N6665/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 18 მაისის N6366/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 10 ივნისის N7175/31-03 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე
განთავსებისა და
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის
უზრუნველყოფა
დაევალოს
უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე