2019-07-08
ბრძანება №:148/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს მსმენელებისთვის ფასიანი მომსახურების ღირებულების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს მსმენელებისთვის ფასიანი მომსახურების ღირებულების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 07 ივნისის N143/01- 01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 07 ივლისის N12807/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 8 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;
2.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა