2015-10-30
ბრძანება №:204/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა შესაბამისი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა შესაბამისი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის №57/2015 დადგენილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, შესაბამისი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მორის შალიკაშვილი იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გიორგი გოგოლაშვილი _ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი - კომისიის წევრი;
დ) ჯემალ მებონია _ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი - კომისიის წევრი;
ე) ბეჟან თუთბერიძე _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის წევრი;
ვ) გია ლობჟანიძე _ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი _ კომისიის წევრი;
ზ) ხათუნა მარწყვიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – კომისიის წევრი;
თ) აკაკი მიქაბერიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი _ კომისიის წევრი;
ი) ლიანა ღვალაძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი (მთავარი ბუღალტერი) – კომისიის წევრი;
კ) მერი ნიკოლაიშვილი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
ლ) სოფიო ცინცაძე _ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი _ კომისიის მდივანი;
მ) იზოლდა კიკნაძე _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
ნ) ლუიზა აბაზაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – კომისიის წევრი.
2. კომისიამ თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის №57/2015 დადგენილებით.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა