2017-06-08
ბრძანება №:109/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება -   5 - 12 სექტემბერი;  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 18 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 18 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 - 18 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 სექტემბერი - 30 დეკემბერი; 
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 3 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები) 
12 - 17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 18 თებერვალი- 4 მარტი.


გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 5 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი  –  5 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  5 მარტი – 16 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 16 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 სექტემბერი  – 2 ოქტომბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 2 ოქტომბერი
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ოქტომბერი - 20 იანვარი 
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 22 იანვარი - 14 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები) 
20 - 26 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)
ე.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 27 თებერვალი - 4 მარტი;

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 5 მარტი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 – 5 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  5 მარტი – 16 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 30 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                           გიორგი შარვაშიძე                                               

« უკან დაბრუნება