2019-01-28
ბრძანება №:18/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს  დამტკიცების შესახებ რექტორის  2018 წლის 21 დეკემბრის N318/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N25569/10 და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 23 იანვრის N1010/10  წერილების  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების    ცენტრის    სასერტიფიკატო    კურსის         „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 12 საათით; ერთი კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  120 ლარის ოდენობით;
2. მასწავლებლის ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 10  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3.დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება  ძალაში  შედის  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი                ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება