2011-06-10
ბრძანება №:101/02-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერთიფიკატო კურსის ,,სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკა – მოდელირებისა და რენდერინგის საფუძვლების” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 24 მაისისN#90/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერთიფიკატო კურსის ,,სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკა – მოდელირებისა და რენდერინგის საფუძვლების” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 24 მაისის N90/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2011 წლის 18 მაისის №12477/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერთიფიკატო კურსის ,,სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკა – მოდელირებისა და რენდერინგის საფუძვლების” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 24 მაისის N90/02-01 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)”.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება