2018-05-02
ბრძანება №:103/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის  მე-2  და მე-5 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის  №64 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №2 23.02.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2018 წლის 30აპრილის  N8623/27 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 3 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 19 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა;



4.    კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ქართული ენის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ქართველური ენათმეცნიერების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 7 საშტატო ერთეული

ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
           
ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული

ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
                 
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
            
 ასოცირებული პროფესორი - 3  საშტატო ერთეული
 
 ფოლკლორისტიკის კათედრა
 ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა
 ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
                
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
კავკასიური ენების კათედრა
 ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
არქეოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ეთნოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული




აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
არაბისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული

ირანისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული

თურქოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ებრაისტიკა–არამეისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

არმენოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ასირიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული (არაბული ქვეყნების ისტორია)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული  (თურქეთის  ისტორია)
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (შორეული აღმოსავლეთის  ისტორია)

კულტურის კვლევების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
კულტურის კვლევების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
სახვითი ხელოვნების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ტელე-კინო ხელოვნების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
     კლასიკური ფილოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული




ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

პოლიტიკური ფილოსოფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ეთიკის და რელიგიის ფილოსოფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4  საშტატო ერთეული (ინგლისური ენა)

გერმანული ფილოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული (გერმანული ენა)
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (გერმანული ლიტერატურა)

რომანული ფილოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ესპანური ფილოლოგია)

სლავისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
რუსული ენის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

რუსული ლიტერატურის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

საქართველოს ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული

მსოფლიო ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

შუა საუკუნეების ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

5.    აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ) პირადობის მოწმობის ასლი;


დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის  19 ივნისის  ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
6.     გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის       მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე                                  
                      

« უკან დაბრუნება