2007-10-01
ბრძანება №:0

სახელმწიფო შესყიდევბის ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ბრძანება N83/02-01)

“სახელმწიფო შესყიდევბის ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე
და „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლიდან გამომდინარე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შევიდეს ცვლილება და დამატება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში და ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ჯიშკარიანი თემური-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი-ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ზაგაშვილი პავლე- მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი;
გ) კობახიძე თემური- იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი;
დ) ჭიღლაძე ალექსანდრე- მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მომარაგების განყოფილების უფროსი;
ე) შიშინაშვილი ზაზა- მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამშენებლო-სარემონტო-საექსპლუატაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) ლევერაშვილი ლალი- საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლუტიძე ლელა- საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
თ) ტაბატაძე თემური- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ი) გოგნაძე თემური- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გულნაზ გალდავა

 

 

ვიზა: იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი ლ. ბენიძე

« უკან დაბრუნება