2013-10-15
ბრძანება №:123/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 11 ოქტომბრის №32357/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების უზრუნველსაყოფად ეკონომიკის პრინციპების კათედრაზე გამოცხადდეს ფაკულტეტის საბჭოს  წევრის არჩევნები, არჩევნები ჩატარდეს – 2013 წლის 17 ოქტომბერს.
2. ეკონომიკის პრინციპების კათედრაზე არჩევნების შედეგების წარმოდგენა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატში განხორციელდეს კათედრის სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2013 წლის 18 ოქტომბრისა.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის გადაცემა.
4.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება