2015-12-10
ბრძანება №:221/01-01
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის ბრძანების №217/01-01; 03.12.15 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (45719/02; 09.12.2015) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი ერთსემესტრიანი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 11 დეკემბერს, თსუ მეორე კორპუსში, ოთახი №204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3.
დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
მაია ჯავახიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე);
ბ)
ნინო გოგნიაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი);
გ) გიორგი ჯაიანი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორი – ლელა კაცაძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და სტიპენდიატთა შერჩევის წესი (დანართი №1) და გასაუბრების განრიგი (დანართი №2).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა
დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ელიაშვილი
რექტორის მოადგილე