2018-07-18
ბრძანება №:171/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის,2018 წლის 14 ივნისის N144 /01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელის 2018 წლის 14 ივნისის N144/01-01  ბრძანების მე-6 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი (კერძოდ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები  ნაცვლად 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 21 ივლისამდე განსაზღვრული უნდა ყოფილიყო  2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„6. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს   2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე 930-დან 1800საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

რექტორი                                          გიორგი შარვაშიძე    
   
« უკან დაბრუნება