2012-05-21
ბრძანება №:81/02-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნის მიზნით  სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ბოჭორიშვილის 2012 წლის 2 მაისის  №10532/02  და მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის 2012 წლის 26 აპრილის №9920/02 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნისა და საჭირო მასალების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიისა და პალეონტოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიებისათვის  გამოყოფის  მიზნით  შეიქმნას სპეციალური კომისია  შემდეგი შემადგენლობით:
 
ა) არჩილ კუკულავა – კომისიის თავმჯდომარე (იურიდიული დეპარტამენტის  უფროსი);

ბ) ალექსანდრე თვალჭრელიძე - კომისიის წევრი (გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი);

გ)  თინათინ შენგელია – კომისიის წევრი (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი);
 
დ) მანანა ოთარაშვილი – კომისიის წევრი (გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მუზეუმის სპეციალისტი, გემოლოგი);

ე) ნოდარ ქაჯაია - კომისიის წევრი (სრული პროფესორი, სასარგებლო წიაღისეული საბადოების გეოლოგიისა და ძიების მიმართულების ხელმძღვანელი, გეოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

ვ) ნოდარ ფოფორაძე - კომისიის წევრი (სრული პროფესორი, მინერალოგია, პეტროლოგია გეოქიმიის მიმართულება,  გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

ზ) ივერ წერეთელი - კომისიის წევრი (ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მეცნიერ-თანამშრომელი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტი).

2. კომისიის  უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                        დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება