2012-03-15
ბრძანება №:42/01-01

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 მარტის #18/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“,, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 13 მარტის #5676/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
3.    ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
4.    კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორის 3 საშტატო და ასისტენტ პროფესორის 29 საშტატო ერთეულზე;
5.    კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 15 მარტს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2012 წლის 17 აპრილიდან  2012 წლის 2 მაისამდე, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
6.    კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

   ჟურნალისტიკა
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი _ 4 საშტატო ერთეული

   ფსიქოლოგია
ასისტენტ პროფესორი _ 12 საშტატო ერთეული

   პოლიტიკური მეცნიერებანი
ასისტენტ პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული    

   საზოგადოებრივი გეოგრაფია
ასისტენტ პროფესორი _ 4 საშტატო ერთეული

   სოციოლოგია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი _ 3 საშტატო ერთეული

   სოციალური მუშაობა
ასისტენტ პროფესორი _ 4 საშტატო ერთეული
       
7.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში                    800 (რვაასი) ლარით;
ასისტენტ პროფესორის  თანამდებობრივი  სარგო  განისაზღვრება თვეში                      600 (ექვსასი) ლარით;
8.     ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
      
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
a)    ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
b)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული            საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
9.    ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის    (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
10. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2012 წლის 17 აპრილიდან                                   2012 წლის 2 მაისამდე , თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. # 8 (VI კორპუსი) ოთახი #202;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს                                 თსუ-ს  ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.


    
რექტორი                                             ალექსანდე კვიტაშვილი                                     

« უკან დაბრუნება