2011-01-18
ბრძანება №:12/01-01
ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2010 წლის 26 ოქტომბრის №26830/02 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადდეს კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურისა და თარგმანის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის;
2. განაცხადის მიღება იწარმოებს 2011 წლის 20 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში;
3. ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ იხელმძღვანელოს ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებით;
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე