2018-02-23
ბრძანება №:33/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 21 თებერვლის №17/01-03 ბრძანების მე-6 პუნქტის, უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის მარიო შიუტცეს 2018 წლის 19 თებერვლის №2688/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქცია’’ (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.


რექტორი                                                                გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება